ახალი ამბები
გორის 1-ლი საბავშვო ბაღიდან ლეპტოპები მოიპარეს
დღეს, დილით, საბავშვო ბაღის თანამშრომლებს შენობა გაქურდული დახვდათ. წაღებულია ორი ლეპტოპი და მონიტორი.

გორის პირველი საბავშვო ბაღის დირექტორის, ლალი ბაიაძის თქმით, მოადგილის კომპიუტერში ფინანსური დოკუმენტაცია ინახებოდა.

,,ყველაზე ძალიან ამ დოკუმენტებზე ვდარდობ, გადასულები არიან უკანა ეზოს მხრიდან, ფანჯრიდან" - გვითხრა ლალი ბაიაძემ. 

საპატრულო პოლიცია და კრიმინალური დეტექტივის თანამშრომლები გამოძიებას დილიდანვე აწარმოებენ. ქურდობა სავარაუდოდ ღამის 2-3 საათზე მოხდა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები