ახალი ამბები
სურამის ,,სანატორიუმის" შენობას, სადაც დევნილები ცხოვრობენ, ქარმა სახურავი ახადა
დაბა სურამში, ყოფილ სანატორიუმის შენობას ქარმა სახურავი ახადა. ამის გამო, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა შენობას პოლიეთილენის პარკი გადააფარეს.

ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ძლიერმა ნალექმა საცხოვრებელ ოთახებს პრობლემები შეუქმნა და ტემპერატურის შენარჩუნება ვერ ხერხდება:

,,ძლიერმა წვიმის ნალექმა საფრთხე შეუქმნა შენობა-ნაგებობის მდგრადობას და ღია ცის ქვეშ დარჩენილ ათეულობით ოჯახის, როგორც ფიზიკური ასევე მატერიალური მდგომარეობას. მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლების მობილიზების შედეგად, მოხდა სახურავიდან დაზიანებული სამშენებლო მასალების ჩამოზიდვა, შეძენილი იყო დროებითი გადახურვისთვის პოლიეთილენის საფარი (პალატკა), მოხდა მათი მონტაჟი სახურავის ავარიულ მონაკვეთებზე, მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა, მოწვეული არქიტექტორ- კონსულტანტთან ერთად მოახდინეს დაზიანებული შენობის კონსტრუქციული და სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშება. " - აღნიშნავენ მერიაში.

სტიქია 10 იანვარს მოხდა. მერმა გიორგი გურასპაშვილმა სამშენებლო სამუშაოებისთვის 12 500 ლარი გამოყო.







Print

სტატიის გამოყენების პირობები