ახალი ამბები
ხაშურის მერიაში სტიქიის შემდეგ 65 დაზარალებულის განცხადება შევიდა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სტიქიიდან ერთი კვირა გავიდა. ამ პერიოდში მერიის შესაბამის სამსახურებს სამშენებლო კომპანიები ჯერ არ დაუქირავებიათ.

ერთადერთი უწყება, რომელიც სალიკვიდაციო სამუშაოებზე მუშაობს, ააიპ ,,ხაშურსერვისია". აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, კვლავაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

მერის მოადგილე ზურაბ ჩხიტუნიძე ამბობს, რომ მერიაში, დღევანდელი მონაცემებით, 65 განცხადებაა შესული, ისიც, ძირითადად გომიდან.

,,გრძელდება განცხადებების მიღება, შემოსულია ამ ეტაპზე 65 განცხადება. ძირითადად, გომიდან და ხაშურის ყიფიანის ქუჩიდან. სურამიდან განცხადებები არ გვაქვს." - აცხადებს ზურაბ ჩხიტუნიძე. მისი განმარტებით, დასრულებულია ამოტუმბვითი სამუშაოები და საბოლოო დასკვნას კომისია დადებს

Print

სტატიის გამოყენების პირობები