დღეს, გორის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქციების ხელმძღვანელებისა და
მათი მოადგილეების კანდიდატურები დაამტკიცეს. პარალელურად,
თანამდებობრივი სარგოების შესახებ არსებულ დადგენილებაში ცვლილებები
შეიტანეს.
ფრაქციის თავმჯდომარეებს ხელფასები 1755 ლარის ოდენობით დაენიშნა,
მათი მოადგილეების პოსტი კი, - ანაზღაურების გარეშეა.
ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" -
თავმჯდომარემა მიხეილ გოგინაშვილმა მოადგილეებად
ასმათ ტალახაძე და ირაკლი ჯალაბაძე
წარადგინა.
ფრაქცია
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ
ბექა ქორჩილავამ მოადგილედ
ვასილისა ჯაბახიძე წარადგინა.
ფრაქცია ,,ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარემ ზაქარია
მებადურმა მოადგილედ მიხეილ გოგებაშვილი წარადგინა.
ფრაქცია ,,ქართული ოცნება - კონსერვატორების" თავმჯდომარემ თამარ
მურალოვმა მოადგილედ - ილია ვარდანაშვილი წარადგინა.
სტატიის გამოყენების პირობები