ახალი ამბები
ფრთამოტეხილი ბუ გორის რკინიგზის სადგურთან იპოვეს
გორის ვეტერინარულ კლინიკა ,,მარკოში" დღეს ფრთამოტეხილი ბუ მიიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელის, ირმა მთიულიშვილის თქმით, ფრინველს სათანადო დახმარებას გაუწევენ.

იმის გამო, რომ იშვიათ სახეობას წარმოადგენს, მპოვნელმა გარემოს დაცვის სამინისტროსაც აცნობა.

ბუისებრი ფრინველთა რიგი ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოში (ანტარქტიკული და ზოგიერთი ოკეანური კუნძულის გამოკლებით). აერთიანებს ორი ოჯახის 133 სახეობას. საქართველოში 7 სახეობის ბუ ბუდობს: რუხი, ზარნაშო, წყრომი, ოლოლი (ანუ ყურებიანი ბუ), ჭაობის ბუ, ბუკიოტი, ბუკნაჭოტი.

ინგლისში ბუს ბრძენ ფრინველად აღიქვავენ. მას "ბებერ ბრძენ ფრინველს” უწოდებენ. ძველად უელსში სჯეროდათ, რომ თუ რომელიც ღრმა ტყეში ბუ დაიჩხავლებდა, მაშინ რომელიმე გაუთხოვარი გოგო იმ ღამეს ქალიშვილობას დაკარგავდა.

ძველ რომაელებისთვის დღისით ნანახი ბუ საშინელების მომტანი იყო. შოტლანდიაში ჯეროდათ, რომ ყივანახველისგან ბავშვის განკურნების საუკეთესო საშუალება ბუს ხორცის ბულიონია. იორკშირში ფიქრობდნენ, რომ ვინც ჩახედავს ბუს ბუდეში, მთელი ცხოვრება დაწყევლილი და უბედური იქნებაო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები