ახალი ამბები
ევრორეგიონული უნივერსიტეტი მობილობის წესით ჩარიცხულ სტუდენტებს შეღავათებს სთავაზობს
უმაღლეს სასწავლებლებში მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ელექტრონულ პორტალზე students.eqe.ge რეგისტრაცია 2018 წლის 18 იანვრიდან დაიწყო და 01 თებერვლის 18:00 საათამდე გრძელდება.

ევრორეგიონული უნივერსიტეტი, რომელსაც სასწავლო ბაზა გორსა და თბილისში აქვს, მობილობით გადასულ სტუდენტებს შეღავათებს სთავაზობს, კერძოდ, აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასური ნაცვლად 2250 ლარისა, იქნება 2000 ლარი. შეღავათი მოქმედებს 4 წლის განმავლობაში.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, მობილობით გადასული სტუდენტებისათვის მოქმედებს უნივერსიტეტში არსებული ყველა სერვისი, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები, რომელიც მოიცავს შიდა საუნივერსიტეტო გრანტებს, სახელობით სტიპენდიებს, სოციალური დახმარების პროგრამებს და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისათვის სტიპენდიებს.

ელექტრონული რეგისტრაციის შემდეგ, ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში 2017-2018 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის მსურველი სტუდენტების საბუთების მიღება 6 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით იწარმოებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები