ახალი ამბები
დაკავებები გამყოფ ხაზთან (ინფოგრაფიკა)
2017 წელს, გამყოფ ხაზთან, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების სამსახურისა და რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა 514 პირი დააკავეს.

აქედან, საქართველოს პასპორტის მქონე, მხოლოდ, 125 მოქალაქეა.  ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.

2016 წელთან შედარებით, დაკავებულთა რაოდეონობა შემცირებულია. ორივე წლის მონაცემებით ჩანს, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა, ძირითადად, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მყოფი ან მცხოვრები პირები დააკავეს.

ცხინვალის პროკურატურამ მათ ბრალი, როგორც ,,საზღვრის" უკანონო, ან ,,სასაზღვრო რეჟიმის" დარღვევის მუხლით წაუყენა. ცხინვალის მედიის ცნობით, ,,სასაზღვრო ზონაშიც" სპეციალური შეზღუდვები მოქმედებს. 



,,სასაზღვრო ზონა" მოიცავს ტერიტორიას, რომელიც გამყოფ ხაზს გასდევს. ზოგიერთ ადგილზე ,,საზღვრიდან" დაშორება 100 მ-ია, მთიან ადგილებზე კი, 8 კმ-საც აღწევს. ადმინისტრაციულ ჯარიმას იმ ადამიანებსაც აკისრებენ, რომლებიც ამ ,,სასაზღვრო ზონაში" ნებართვის გარეშე შედიან.

2017 წლის განმავლობაში, დე-ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტში, ჯარიმებით, 827 000 რუბლი (დაახლოებით 14,6 ათასი დოლარი) შევიდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები