ახალი ამბები
შინდისში ევროკავშირის დაფინანსებით საბავშვო ბაღი გარემონტდა
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ საზღვრისპირა სოფელ შინდისში განახლებული საბავშვო ბაღი დაათვალიერეს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 48 საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და აღიჭურვა.

მათ შორის 6 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შიდა ქართლის რეგიონში მდებარეობს. საბავშვო ბაღების აღსაზრდელების 50%-ზე მეტს დევნილი ბავშვები შეადგენენ. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები