ახალი ამბები
შიდა ქართლის 13 სოფელში გაზიფიკაცია დასრულდა
შიდა ქართლის 13 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა. 22 იანვრიდან ამ სოფლების მოსახლეობას ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ნებართვა უკვე აქვთ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, თითოეულ ოჯახს, ქსელზე მიერთებისთვის, 400 ლარის გადახდა მოუწევს.

ქსელზე მიერთების 400 ლარიანი პაკეტით სარგებლობა სულ 946 დასახლებულ პუნქტშია შესაძლებელი. ამათგან:

კასპის მუნიციპალიტეტის სოფლები: თელათგორი; გუდალეთი; ეზატი; მირიანი; ქვემო ხანდაკი; ხიდისყური.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლები აბისი; აბისისთავი; ბერძენაული; ბრეძა; მოხისი; საციხური.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ბიჯნისი.

შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ ბუნებრივი გაზის განაწილების არეალის ფარგლებში დარჩენილია მხოლოდ 47 დასახლებული პუნქტი, სადაც მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები და სამუშაოების დასრულების შემდეგ 400 ლარიანი პაკეტით სარგებლობა იქნება შესაძლებელი.

კომისიამ შპს „სოკარ ჯორჯია გაზსა“ და სს „საქორგგაზს“ აღნიშნულ 47 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირების დასრულების ვადების უმოკლეს დროში წარმოდგენა დაავალა.

აზიფიცირებული სოფლების დამატება ხდება გამანაწილებელი კომპანიების მიერ კონკრეტულ დასახლებულ პუნქტებში გაზიფიცირების დასრულების შესახებ კომისიისთვის მიწოდებული მონაცემების საფუძველზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები