ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნაურუს რესპუბლიკაში იმყოფება
ნაურუს რესპუბლიკაში დამოუკიდებლობის 50-წლის იუბილე აღინიშნება. სადღესასწაულო დღეებს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი ესწრება.

ნაურუს პრეზიდენტმა ბარონ ვაკამ დიმიტრო მედოევი დიზელ-გენერატორების მწარმოებელ ქარხანაში მიიწვია. ნაურუს რესპუბლიკაში დე-ფაქტო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლების ცნობით, ლენტა პრეზიდენტმა და მედოევმა ერთად გახსნეს.

ნაურუს რესპუბლიკა ერთერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა.

ცნობილია როგორც „სიამოვნების კუნძული“) — ჯუჯა კუნძული-რესპუბლიკა იმავე დასახელების მარჯნის კუნძულზე წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. მისი ფართობი შეადგენს 21,3 კმ²-ს, მოსახლეობა კი — 10 084 ადამიანს.

ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მცირე დამოუკიდებელი ქვეყანაა. ასევე, ყველაზე მცირე არა-ევროპული ქვეყანაა (ფართობით) და ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში ოფიციალური დედაქალაქის გარეშე. დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1968 წელს.

სახელმწიფო შედის ერთა თანამეგობრობაში. 1999 წლის 14 სექტემბერს მიიღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. ნაურუ წყნარი ოკეანის თანამეგობრობის სამდივნოსა და წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის წევრია.

ნაურუზე ამჟამად დაკავების ცენტრია განლაგებული, რომელშიც ავსტრალია თავშესაფრის მთხოვნელ ემიგრანტებს აგზავნის, სანამ ისინი საჭირო გამოძიებას და მომზადებას გაივლიან კონტინენტზე შესაშვებად (ე.წ. „პაციფიური გადაწყვეტის“ პოლიტიკა).
Print

სტატიის გამოყენების პირობები