,,ამ სოფელს სასმელი წყალი ისედაც მცირე რაოდენობით მიეწოდება. 100 მმ დიამეტრის მქონე მილების ნაცვლად 32 მმ დიამეტრის მილების დაყენება იმას ნიშნავს, რომ სოფელს წყალი არ მივაწოდოთ" - განაცხადა დარბიაშვილმა.
დარბიაშვილის სიტყვით გამოსვლას საკრებულოს სხდომათა დარბაზში ღიმილი მოჰყვა. აჟიოტაჟი მილიმეტრების ახსნამ გამოიწვია.
,,300 მეტრა ჩანაცვლებულია 50-იანი მილით; და საპროექტო ჯგუფმა დააპროექტა რომ ეს მონაკვეთი უნდა ამოიცვალოს 50-იანი და ჩაენაცვლოს 100-იანით, ენაცვლება 32-იანით. ეს იმას ნიშნავს, რომ გარიყულას წყალი არ ექნება" - ასე ახსნა დარბიაშვილმა პრობლემა.
10.10.2014
სტატიის გამოყენების პირობები