ახალი ამბები
ონოფრიშვილი პირობის შესრულებას აგვიანებს - უსაშველო გზის სამუშაოები ხოვლესკენ

 

სოფელ ზემო ხანდაკისა და ხოვლეს ჩათვლით ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს  შპს „ბილდ ინდუსტრი“ ახორციელებს - იტყობინება მუნიციპალიტეტის გამგეობა. საქართველოს მთავრობამ სოფელ ხოვლეში მისასვლელი გზის სრული რეაბილიტაციისათვის თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყო.

 

2013 წლის შემოდგომაზე დაწყებული მილიონიანი პროექტი 2014 წლის ზაფხულში გაჩერდა. ტექნიკა 4-5 თვის მანძილზე ,,მზეზე იდგა". საკრებულოში სოფლის წარმომადგენელს ვახტანგ ხეთაშვილს მშენებლები ამშვიდებდნენ: ,რა გინდა კაცო შენ, 2014 წლის ოქტომბერში გზა ჩაგბარდებათ და რა განაღვლებს"-ო.

 

ხოვლის გზაზე პროტესტი და ხმაური 2 წელია მიმდინარეობს. მაჟორიტარ დეპუტატს, პარლამენტარს დავით ონოფრიშვილს ხოვლელები, 2013 წლის წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას, პრეტენზიებით დახვდნენ. ,,თქვენი ბრალი ყოფილა გზა რომ არ გვიკეთდება. ხოვლის პროექტი ამოიღეთ და კავთისხევის გზაზე წაიღეთ ის თანხაო" - ეუბნებოდნენ ონოფრიშვილს 2013 წლის ოქტომბერში. ონოფრიშვილმა პირობა დადო, რომ გზა თავის ვადებში დასრულდება.

 

 

 

10.10.2014

Print

სტატიის გამოყენების პირობები