ფაქტი 2013 წლის 23 ივლისს მოხდა. ტოტალიზატორი ,,პარი-მატჩი" გორის ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გურამიშვილის ქუჩაზე მდებარეობს.
,,ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვასილ მდინარაძემ გაურკვეველი მიზნით ჩაამსხვრია ტოტალიზატორ პარი-მატჩის მინები, რის შედეგადაც მეპატრონეს 450 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით წარიმართა" - განაცხადა პროკურორმა.
,,თავს დამნაშავედ ვცნობ. ვითხოვ პირობითი ვადით გათავისუფლებას, არ მიყაჩაღია, არ მიქურდია, კაცი არ მომიკლავს" - განაცხადა ბრალდებულმა.
მუხლი, რომლითაც ბრალდებულს 6 თვიანი პატიმრობა მიესაჯა, ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 180 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.
სტატიის გამოყენების პირობები