ახალი ამბები
გზავნილები ხურვალეთიდან ხელისუფლებისადმი
ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლას ითხოვენ. აქ მცხოვრები პირები ამბობენ, რომ, ამ დრომდე თემს, მუნიციპალიტეტიდან წარმომადგენელიც კი არ ჰყავს.

ისინი სათემო ცენტრში შეიკრიბნენ და ის საჭიროებები ჩამოწერეს, რომლის მოგვარებასაც ითხოვენ. შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო.

დევნილებს სასმელი წყლის, ტრანსპორტის და სველი წერტილების პრობლემა აწუხებთ.

მათი განმარტებით, ჩასახლებაში არსებული სასმელი წყალი დაბინძურებულია და სანიტარულ შემოწმებას, პერიოდულად, საჭიროებს. ასევე, დასახლებაში არ აქვთ აბაზანა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი, მათთვის მიუღებელი განრიგით მოძრაობს.

დევნილები მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრას სწორედ დასახლებაში ითხოვენ. ამ შეხვედრის ორგანიზება, სწორედ, სათემო ცენტრშია შესაძლებელი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები