ახალი ამბები
გორის ყინულიან გზებზე ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო " არ გამოჩენილა
დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვების გამო მუნიციპალიტეტის გზებზე ლიპყინულია. კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ის ტექნიკა ორი დღეა არ გამოჩენილა.

მიუხედავად იმისა, რომ ტენდერი 2017 წლის დეკემბერში გამოცხადდა, კომპანიასთან ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა.

ხელშეკრულების გაფორმებამდე გზების მოვლა-პატრონობა თავის თავზე ააიპ ,,კეთილმოწყობის" სამსახურის თანამშრომლებმა აიღეს, რომელთაც მხოლოდ ნიჩბები აქვთ.

2018 წლის 26 იანვრის წერილის მიხედვით, მერის მოადგილე გელა კაპანაძე ,,საგზაოს" ხელმძღვანელს სთხოვს, რომ 4-დან 10 დღის  ვადაში საბანკო გარანტია წარადგინოს. კომპანიას საბანკო გარანტია ჯერ არ წარუდგენია, შესაბამისად, მასთან ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა.

ტენდერის საწყისი ფასი 500 000 ლარი იყო. კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-მა 490 000 ლარი მიუთითა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები