ახალი ამბები
ეპიდაფეთქების 4 შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში
2017 წლის განმავლობაში, გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ინფექციურ და პარაზიტულ დაავადებათა შესახებ, სასწრაფო შეტყობინება 3 292 შემთხვევაზე შევიდა. ამის შესახებ გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი იტყობინება.

ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა გიუნაშვილის ცნობით, ადგილი ჰქონდა ეპიდაფეთქების 4 შემთხვევას. უმძიმესი დაავადება შიგელოზი 14-ს, ხოლო სალმინელოზი - 4 მოქალაქეს დაუფიქსირდა.

შიგელოზი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ზოგადი ინტოქსიკაციით და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაზიანებით. დაავადების გამომწვევია გრამუარყოფითი მიკრობები – შიგელები, რომლებიც გარემოში ნაკლებად გამძლენი არიან. ინფექციის წყაროა ავადმყოფი ან ბაქტერიამტარებელი ადამიანი.გადაცემის გზები: წყალი საკვები, საყოფაცხოვრებო კონტაქტი. დასნებოვნება ხდება პირის ღრუში ბაქტერიების მოხვედრით წყალთან და საკვებთან ერთად. დიზენტერიის ჩხირი შეიჭრება მსხვილი და წვრილი ნაწლავის ეპითელურ უჯრედებში, მრავლდება იქ და იწყებს უჯრედების დაშლას.

დაავადების სიმძიმის კრიტერიუმად ითვლება: ტემპერატურული რეაქცია და დეფეკაციის სიხშირე. დაავადება იწყება მწვავე ინტოქსიკაციით: შემცივნება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ტემპერატურის მატება. ავადმყოფს ეწყება შეტევისმაგვარი ტკივილი მუცლის არეში, ზოგჯერ აღენიშნება ღებინება და ფაღარათი. თავდაპირველად გამონაყოფი შეიცავს ლორწოს, შემდეგ მას ემატება სისხლი, მოგვიანებით ჩირქი. დეფეკაცია ხშირია , დამახასიათებელია ჭინთვები და ტენეზმები (მოტყუებისა და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა). დაავადება გრძელდება 2–3 დღიდან 7–9 დღემდე.

სალმონელოზი – სალმონელებით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადება; ხასიათდება მრავალფეროვანი კლინიკური გამოვლინებებით, უსიმპტომო მტარებლობიდან მძიმე სეპტიკურ ფორმებამდე. მიმდინარეობს უპირატესად საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაზიანებით.

გამომწვევია სალმონელების დიდი ჯგუფი, რომელშიც შედის დაახლოებით 2000 სეროტიპი. სალმონელები წარმოადგენენ გრამუარყოფით ჩხირებს, არინ მოძრავნი, კარგად იზრდებიან ყველა საკვებ ნიადაგებზე, ხანგრძლივად ძლებენ გარემოში, პროდუქტებში, ხოლო ზოგიერთ მათგანში (რძე, ხორცის პროდუქტები) უნარი აქვთ გამრავლდნენ და არ ცვლიან პროდუქტის გარეგნულ სახესა და გემოს.

სალმონელოზის დროს აუცილებელია ვეტერინარულ-სანიტარული ზედამხედველობა საქონელზე, კონტროლი ხორციანი პროდუქტებისა და თევზეულის მომზადებისას.

გორის ჯანდაცვის ცენტრი ასევე იტყობინება, რომ ინფექციური წარმოშობის დიარეებისა და საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტები იყო როგორც საკვებისმიერი:

ქალაქ გორში 163 შემთხვევა, ხოლო რაიონში - 263.

ასევე, მოსახლეობის მიერ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებით გამოწვეული შემთხვევები, ინფექციური დიარეა:

ქალაქი - 181 შემთხვევა, ხოლო - რაონისა, 429 ფაქტი.

რაც შეეხება ცხოველთა დაავადებებს, მუნიციპალიტეტში ბრუცელოზის ერთი და ბორელიოზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა.

,,გასულ წლებთან შედარებით, სიახლე ის იყო, რომ დავიწყეთ ეპიდზედამხედვეობა პოქსვირუსებზე და საქართველოში (ახმეტაში) ერთი დადასტურებული შემთხვევაც გვაქვს“ - აღნიშნავს ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი. პოქსვირუსებით ადამიანების დაინფიცირება დაავადებულ საქონელთან კონტაქტით ხდება. იგი როგორც წესი, აზიანებს კანს ან გამოხატულია გამონაყარით. პოქსვირუსი პირველად 2013 წელს დაფიქსირდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები