ახალი ამბები
გორის სოფლები, სადაც სასმელი წყლის სისტემები მოსაწესრიგებელია
გორის მუნიციპალიტეტის 40 სოფელში სასმელი წყლის სისტემა მოსაწესრიგებელია. ამის შესახებ გორის მერიის სასმელი წყლის სისტემების სამსახურის უფროსი ბონდო მარუაშვილი იტყობინება. მისი თქმით, აღნიშნულ სოფლებში, 2018 წლის განმავლობაში, საჭირო ზომებია მისაღები.

კერძოდ, სოფელ ბნავისში წყალმომარაგების სისტემა გასაახლებელია. იგივე მდგომარეობაა მარანაში, ყელქცეულსა და საქაშეთში.

ატენში, ხიდისთავში, ქვახვრელში, ბერბუკში, ახალხიზაში, ბროწლეთსა და ქვემო არცევში დაწყებული სამუშაოები დასამთავრებელია.

საბჭოური წარმოების სისტემებია შემორჩენილი ტირძნისში, მეღვრეკისში, წერეში, გუგუტიანთკარში, შინდისში, ფხვენისში, ზერტში, ტყვიავში, ქიწნისში, ქიწნისის მეურნეობაში, სათემოში და ციცაგიანთკარში.

,,ამორტიზებული სადაწევნო კოშკები უნდა შეიცვალოს თანამედროვე ტიპის კოშკებითა და ლითონის ავზებით,“ - აღნიშნავს ბონდო მარუაშვილი.

შიდა ქსელის პრობლემებია მეღვრეკისში, ბროწლეთში, შინდისში, ტინისხიდში, თედოწმინდაში, ქვედა ახალდაბაში, ძევერაში და ახრისში.

სასმელი წყლის სისტემა საერთოდ არ არსებობს ნადარბაზევსა და არაშენდაში.

ბონდო მარუაშვილის ცნობით, ამჟამად, 10 ახალი ჭაბურღილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეს სოფლებია: ბერშუეთი, პატარა მეჯვრისხევი, დიდი მეჯვრისხევი, ფლავი, ფლავისმანი, კარბი, ქერე, ერგნეთი, ახალუბანი და არბო. ყველა მათგანი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები