ახალი ამბები
გორში ,,შავი პრინცი" იმღერებს
2 და 3 თებერვალს ,,black stars"-ში ქართველი რეპერი შავი პრინცი იმღერებს. 

,,რესტო-ბარის" წარმომადგენლის თქმით, კარაოკე ბარში მისულ სტუმრებს საშუალება მიეცემათ რეპერთან ერთად იმღერონ.

შავი პრინცი დაიბადა ქუთაისში. მისი ნამდვილი სახელია აკაკი ბაბუნაშვილი. უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე რუსულ როკ ჯგუფში ,,ოთხი ტარაკანა“.

საქართველოში პოპულარული 2002 წელს გახდა სიმღერით - ,Mi Bandito". სახელი ,,შავი პრინცი" ქუთაისიდან გამოყვა, რადგან უპირატესობას შავ ტანისამოსს ანიჭებს. შავი პრინცის დევიზია: ,,ვიყოთ სულ მაგრად და საკაიფოდ“.

Print

სტატიის გამოყენების პირობები