ახალი ამბები
ტუბერკულოზის 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა გორის მუნიციპალიტეტში
2017 წელს, გორის მუნიციპალიტეტში ტუბერკუიოზის 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი იტყობინება. წლიური ანგარიშის მიხედვით, ცენტრის წარმომადგენლებმა გასულ წელს დამატებით 9 პაციენტი მოიძიეს  მკურნალობის პროგრამაში ხელახლა ჩართეს.

2017 წელს, გორის მუნიციპალიტეტში, ტუბერკულოზით ერთი მოქალაქე გარდაიცვალა.

ჯერჯერობით, 2017 წლის ჯამური მონაცემები, საქართველოს მასშტაბით, სტატიტიკის ეროვნულ სამსახურს არ გამოუქვეყნებია. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ 2016 წელს, 3 329 შემთხვევაა დარეგისტრირებული. აქედან, ახალი შემთხვევა იყო - 2 615.
რაც შეეხება შიდა ქართლს, აქ რეგისტირებული ავადობების რაოდენობა 158 შეადგენდა, მათ შორის ახალი გამოვლენილი - 119.

ტუბერკულიოზით დაავადებებს შორის, ყველაზე მეტად ფილტვის ტუბერკულიოზია გამრავლებული. შიდა ქართლში საერთო შემთხვევებიდან 2016 წელს 134 იყო ფილტვის ტუბერკულიოზი.

ტუბერკულოზის მძიმე ფორმა, ,მგბ+“, 2017 წელს, გორის მუნიციპალიტეტში 17 ადამიანს აღმოაჩნდა (10 რაიონიდან და 7 ქალაქიდან).



Print

სტატიის გამოყენების პირობები