ახალი ამბები
შიდა ქართლის პოლიცია მოძველებულ ავტოპარკს უჩივის
შიდა ქართლის პოლიციას ორი ახალი მანქანა - ,,LandRover Santana" და ,,SsungYoun Raxton" ჰყავს. მიუხედავად ამისა, პოლიციის ხელმძღვანელობა გაუმართავ ავტოპარკს უჩივის.

,,გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამო, რიგი ქვედანაყოფები და რაიონული სამმართველოები ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებული მოვალეობის სრულყოფილად შესრულებას." - ამ შინაარსის წერილს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ჩიტიშვილი შს მინისტრის მოადგილეს კახაბერ საბანაძეს სწერს.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის დროებით მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ უმჯობესია დაზიანებული მანქანები შეკეთდეს გორის პროფილაქტიკაში.

,,შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი მოძველებულია, ამასთან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს რიგ შემთხვევაში გადაადგილება უხდებათ რთულ რელიეფურ მიდამოებში, რის გამოც აუცილებელია მათი სისტემატიური ტექნიკური მომსახურება. დროისა და საწვავის რაციონალური ხარჯვის მიზნით მიზანშეწონილია შეიცვალოს მომსახურების გაწევის ადგილი და ნაცვლად ქ. თბილისისა მომსახურების ადგილის გაწევის მოთხოვნა გაკეთდეს ქ. გორზე." - აღნიშნავს ზურაბ ჩიტიშვილი.

 




ფოტოებზე გამოსახულია ,,LandRover Santana" და ,,SsungYoun Raxton" მარკის ავტომანქანები

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები