ახალი ამბები
მაგიდის ჩოგბურთი და მეკარის ფორმა - ახალგაზრდების გადაწყვეტილება სოფლის კრებაზე

 

,,სოფლის კრებაზე ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რომ შეიძინონ მაგიდის ჩოგბურთი, ფეხბურთის კარების ბადეები და მეკარის ფორმები" - თქვა ეკა მუზაშვილმა. კოდისწყაროელ ახალგაზრდებს მათი შეძენა ჯამში 1163 ლარი დაჯდება.

 

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოჩა გოჩიტაშვილის განცხადებით, 2012 წლიდან მოყოლებული, სოფლის პროგრამის ფარგლებში შემორჩენილი თანხის რაოდენობა, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 150 ათას ლარს აღწევს. ადმინისტრაციის უფროსი ნინო ჯინიყაშვილი ამბობს, რომ ფინანსურმა სამსახურმა, მისი ხელმძღვანელობით, რამდენჯერმე გადაათვალიერა ბოლო სამი წლის დოკუმენტაცია.

 

,,შევამოწმეთ თითოეული საბუთი,  თანაც რამდენჯერმე, დავითვალეთ და თავისუფალი თანხა 150 ათას აღწევს" - აღნიშნა ჯინიყაშვილმა.

 

შემორჩენილ თანხებთან დაკავშირებით სოფლებში ახალი კრებები ტარდება.

 

14.10.2014

Print

სტატიის გამოყენების პირობები