ახალი ამბები
გორი-მცხეთის გზაზე მანქანამ მაღალი ძაბვის ელექტრობოძი წააქცია

 

აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი, მხოლოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და მთვრალ მდგომარეობაში ამ წესების დარღვევას გამორიცხავს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით,  კოკრეტული პირის ბრალეულობა გამოძიების, მათ შორის ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, გამოიკვეთება.

 

გიორგი ბალახაშვილი, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" გორის ფილიალიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ავარიის გამო გაითიშა, როგორც ქალაქ გორის, ასევე გორის რაიონის და კასპის რაიონის სოფლების აბონენტთა დიდი ნაწილი.

 

,,ეს არის მაღალი ძაბვის ხაზი. ქსნის 220 კვტ სადგურიდან მოდის და კვერნაკის 110 კვტ სადგურამდე მიდის. ფაქტობრივად, სარეზერვო ხაზს წარმოადგენს. ავარიის დროს ბოძი დაზიანდა, ჩამოწყდა ხაზები და მეორე 10 კვტ-იანი ხაზიც დააზიანა. აბონენტებს დენის მიწოდება მალევე აღუდგათ, რადგან გადართვა დროულად მოხდა." - გვითხრა გიორგი ბალახაშვილმა.

 

დაშავებულები გორის რაიონის სოფელ ხიდისთავიდანაა. შეჯახება ხიდისთავი-დოესის მონაკვეთზე, მკვეთრ მოსახვევთან მოხდა.

 

 

 

 

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები