ქალაქ კასპში ე.წ ქეჩარუხის დასახლებაში კანალიზაციის ცენტრალურ
მაგისტრალს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის გამგეობიდან
აცნობეს.
ადმინისტრაციის ცნობით, კანალიზაცია ოთხ ქუჩაზე მოწესრიგდება, ესენია:
ლესელიძის, მეტეხის, ქვათახევისა და სამების ქუჩები.
გარდა ცენტრალური მაგისტრალისა, სამების, ქვათახევის და მეტეხის
ქუჩების გადაკვეთაზე ქსელი შეიცვლება.
სულ ჯამში 445 000 ლარი დაიხარჯება.
სტატიის გამოყენების პირობები