ახალი ამბები
ინტეგრირებული გაკვეთილი სტალინის მუზეუმში

 

 

ინტეგრირებული გაკვეთილის სათაური იყო “საქართველო გლობალურ მსოფლიოში”. სამუზეუმო ექსპონატების დათვალიერებისას მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ემსჯელათ საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ XIX საუკუნის ბოლოდან ამჟამინდელ პერიოდამდე, საკუთარი აზრი გამიეთქვათ იდეოლოგიაზე—როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღზე, გლობალიზაციის გამოვლინების ფორმებზე, სწორად განესაზღვრათ საქართველოს ადგილი დღევანდელ მსოფლიოში.

 

,,მუზეუმები წარმოადგენს რა მსოფლიო მემკვიდრეობის მცველებს, ქმნიან უწყვეტ კავშირს წარსულსა და მომავალს შორის. მოსწავლეებს აძლევენ საშუალებას შეაჯერონ ინფორმაცია, გააანალიზონ, შეაფასონ დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, იმსჯელონ გლობალიზაციის პროცესის სოციალურ-კულტურულ ასპექტებზე. დაისვა საკითხი, თუ როგორი იქნება საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა ახალ მსოფლიო სივრცეში, როგორია გლობალური პროცესის სპეციფიკა სხვადასხვა რეგიონსა და ქვეყანაში, რა გამოწვევები დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, როგორია გლობალური პროცესებისა და მოვლენების გეოგრაფიული თავისებურებები." - აცხადებენ პედაგოგები.

 

ინტეგრირებული გაკვეთილის ავტორები არიან ნანა წიწუაშვილი,  გეოგრაფიის პედაგოგი და  გიორგი გაგლოევი, ისტორიის პედაგოგი.

 

15.10.2014

Print

სტატიის გამოყენების პირობები