ახალი ამბები
სოფლები და უბნები, სადაც 14 თებერვალს დენის მიწოდება შეწყდება
ქსელის გეგმიური სამუშაოების გამო 14 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მოსახლეობის დიდ ნაწილს დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ენერგო პრო ჯორჯია" ავრცელებს.

კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, შეზღუდვების გრაფიკი ასეთია;

10:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდება 838 აბონენტს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვახვრელი, უფლისციხე.

11:00-დან 18:00 საათამდე - 626 აბონენტს აგარაში.

13:30-დან 15:00 საათამდე - 1898 აბონენტს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეჯვრისხევი, აძვი, ქეციხურა, გორეთი და მიმდებარე სოფლებში.

15:00-დან 16:30 საათამდე - 1699 აბონენტს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხიდისთავი, აზნეთი, ატენი, კვერნაკი.

12:00-დან 15:00 საათამდე - 9188 აბონენტს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში დირბი, ქვენატკოცა, მოხისი, ძლევიჯვარი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გომი, ვაყა, ალი, ბრილი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 17:00 საათამდე - 901 აბონენტს ქ. ხაშურში იმერეთის, სულიაშვილის, ოსტროვსკის, კლდიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში ცხრამუხა, თაგვეთი, რბონა.

11:00-დან 18:30 საათამდე - 1434 აბონენტს კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალქალაქი, გარიყულა, თეძმისხევი, რკონი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები