ახალი ამბები
კასპის მუნიციპალიტეტში კავთურას ხიდზე მოძრაობა 4 თვით შეფერხდება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევთან, მდინარე კავთურაზე არსებული ხიდი დაზიანებულია. საგზაო დეპარტამენტის ცნობით, გამორეცხილია როგორც სანაპირო, ასევე სარეგულაციო კედლების საძირკველი.

ამის გამო, დეპარტამენტის დაკვეთით, ნაგებობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.  ხიდის სარეაბილიტაციოდ, დაახლოებით, დაახლოებით, 200 000 ლარი გამოიყო. ტენდერში გამარჯვებულის ვინაობა 28 თებერვალს გახდება ცნობილი.

სამუშაოები, სავარაუდოდ, მარტიდან დაიწყება და, გეგმის მიხედვით, 4 თვე გასტანს.

ხიდის კვლევა კომპანია ,,კავტრანსპროექტის" სპეციალისტებმა ჩაატარეს და შემდეგი დეფექტები აღმოაჩინეს:

მცირე დაზიანებები გააჩნია სავალი ნაწილის ასფალტბეტონის საფარს; მრავლადაა დაზიანებული ტროტუარების შემადგენელი კონსტრუქციები;

ხიდზე არ ფუნქციონირებს წყალმოცილების სისტემა; ასევე, უხარისხოდაა შესრულებული და გამოფიტულია კოჭების ერთმანეთთან დასაკავშირებელი გამონოლითების ნაკერის ბეტონი;

მალის ნაშენის კოჭებზე მრავლადაა ბუნებრივი ნალექის ჩამონადენის კვალი; სანაპირო ბურჯების ფერმისქვეშა ფილები დანაგვიაებულია; გამორეცხილია როგორც სანაპირო, ისე სარეგულაციო კედლების საძირკვლები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები