ახალი ამბები
რეგიონალურ სპორტულ ოლიმპიადაზე გორელ მოსწავლეებს მწვანე ფერი შეურჩიეს
2018 წლის 25 თებერვლიდან შიდა ქართლში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დაიწყება. შეჯიბრებები 15 აპრილდამდე გაგრძელდება და სპორტის სხვადასხვა სახეობებში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფედერაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით, გორელები მწვანე ფერიანი მაისურებით ითამაშებენ, ქარელელები - თეთრით. კასპის გუნდები ლურჯი მაისურებით იქნება წარმოდგენილი, ხოლო ხაშურელებს წითელი ფერით გამოარჩევენ.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შეჯიბრები ტარდება საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების გუნდებს შორის. ოლიმპიადის ორგანიზატორია საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის სპორტის ეროვნული ფედერაცია.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ტარდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით.

ტურნირი სპორტის ეროვნული და საერთაშორისო ფედერაციების მოქმედი წესების მიხედვით და ოლიმპიადის საშეჯიბრო დებულებების შესაბამისად, გაიმართება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები