ახალი ამბები
ადმინისტრაციული საზღვრების დადგენა თანამედროვე სტანდარტით მოხდება

 

სააგენტომ გორის საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოაცხადა. გამარჯვებული კომპანია საველე სამუშაოების მაღალი სიზუსტის გეოდეზიური ხელსაწყოებით განხორციელებას თვის ბოლოს დაიწყებს.

 

პროექტის განხორციელებით დადგინდება მუნიციპალიტეტის განსაკარგავი ტერიტორია და საკუთრების რეგისტრაციის უფლებამოსილება, მოწესრიგდება მიწის ნაკვეთების მისამართები და სარეგისტრაციო ზონის საზღვრები, მოხდება მონაცემების სტანდარტიზაცია და სწორი წარმოება. 


ამას გარდა, პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებისთვისაც. გორის ადმინისტრაციული საზღვრის დადგენის დასრულების შემდეგ, მიღებული გამოცდილების გაზიარების საშუალება სხვა მუნიციპალიტეტებსაც ექნებათ. 


გორის ადმინისტრაციული საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი 2014 წლის ბოლომდე დამთავრდება. შესაბამისი მონაცემები ელექტრონულ რუკაზეც აისახება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები