ახალი ამბები
გორი სპორტის სასახლის გახსნის მოლოდინში (PHOTO)
სპორტული სამყაროს წევრები ამბობენ, რომ გორს ,,სპორტის სასახლე" ჯილდოდ ერგო. ეს ჯილდო კი, იმ წარმატებების გამო დაიმსახურა, რაც ათლწლეულების განმავლობაში, ადგილობრივმა სპორტსმენებმა ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო არენაზე მოიპოვეს.

სპორტული კომპლექსის მშენებლობა ჭალის დასახლებაში მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება. ამ ეტაპზე უცნობია გახსნის თარიღი, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ გახსნამდე დიდი დრო არაა დარჩენილი.

სასახლის დიდი დარბაზი 1 500, ხოლო პატარა დარბაზი 500 სტუმარზეა გათვლილი. პროექტი „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება. მშენებლობა 2017 წლის 31 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კანადურმა კომპანიამ სპორტის სამინისტროს აცნობა, რომ საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების წარმოება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები