ახალი ამბები
გორში 25 თებერვალს ,,ნიკო კეცხოველის პრემია-2018"-ის ნახევარფინალი გაიმართება
კვირას, 25 თებერვალს, გორის უნივერსიტეტის მცირე დარბაზში, ,,ნიკო კეცხოველის პრემია-2018’’ - ის ნახევარფინალური ტური გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობოთა ქსელიდან (CENN) აცნობეს.

კონკურსი შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და თბილისის სკოლების მოსწავლეებისათვის ტარდება. 128 მონაწილე წარმოადგენს 19 სკოლას.

ყოველწლიური სასკოლო პრემია 2015 წელს დაფუძნდა. ოთხი წლის განმავლობაში კონკურსში ათასამდე სკოლა და ასზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია მონაწილეობდა. 

კონკურსი მოიცავდა გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებას სათემო, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე. მონაწილე სკოლები მთელი წლის განმავლობაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კვლევასა და ადვოკატირებაში, განვითარების პროგრამების შემუშავებაში, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, სოციალური პასუხისმგებლობის, გარემოსდაცვითი განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოსთან მეგობრული დამოკიდებულების პოპულარიზაციაში. პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ ოკუპირებული შიდა ქართლის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის პირას არსებული სოფლების სკოლები.

პროექტი ხორციელდება CENN–ის მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის თანაორგანიზებით. პროექტის მხარდამჭერები არიან საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციები, სამხარეო ადმინისტრაციები, თვითმმართველობები, ასევე კერძო კომპანიები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები