ატენიდან ღვინოები საექსპორტოდ ამერიკაში უკვე გაიგზავნა.
,,შატო ატენის" მფლობელი სოსო ვანიშვილი ამბობს, რომ
წელიწადნახევრიანმა მცდელობამ შედეგი გამოიღო.
ღვინის პირველი პარტია სატვირთო მანქანებში უკვე დატვირთეს და
პორტისკენ გაგზავნეს. ექსპორტზე ,,ხიდისთური", ,,ატენური", ,,ჩინური"
და ,,თავკვერია" წარდგენილი.
სოსო ვანიშვილმა ,,შატო ატენი" 2016 წელს დაარსა. ვენახი კი, 2010
წლიდან გააშენა.
სტატიის გამოყენების პირობები