ახალი ამბები
Qartli.ge-ს რეპორტაჟის შემდეგ ტერიტორია ნარჩენებისაგან გაასუფთავეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, კარბი-მერეთი-არბოს დამაკავშირებელ გზაზე სტიქიური ნაგავსაყრელი აღარაა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერიიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ტერიტორია ა(ა)იპი გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა გაწმინდეს.

მისივე ცნობით, ანალოგიური სამუშაოები ქვახვრელსა და უფლისციხეშიც განხორციელდა.

,,ორგანიზაციამ უკვე უზრუნველყო 5 სტიქიური ნაგავსაყრელის ლიკვიდაცია. ქვახვრელში, უფლისციხეში, კარბში, მერეთსა და არბოში ადგილობრივ მოსახლეობას ნაგავსაყრელებით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებს." - აცხადებს პრეს-სამსახური.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი 4 თებერვალს წერდა, რომ მერეთი-კოშკა-გუგუტიანთკარის გზაზე ნაგავსაყრელი 20-წლია არსებობს.

იხილეთ მასალა ქვემოთ:


მერეთი-გუგუტიანთკარის გზაზე დაგროვებულ ნაგავს ტრაქტორი მდინარეში ყრის

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები