ახალი ამბები
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ეზოში ხის მოჭრის ნებართვა მოქალაქემ წარმომადგენლისგან უნდა მიიღოს
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელი სხდომა გადაუდებელმა საკითხებმა გამოიწვია.

ორი საკითხიდან, ერთი ხეების მოჭრის წესს ეხებოდა, მეორე კი, - რეგიონალური ფონდის დაფინანსებით განსახორციელებელ პროექტებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას.

საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ამბობს, რომ მეორე საკითხის დამტკიცებით, დღეიდან, მერიას ტენდერების გამოცხადება უკვე შეუძლია.

რაც შეეხება ხეების მოჭრის წესებს, ამ კუთხით სიახლეა. ,,ქუჩებსა თუ ეზოებში ხეების მოჭრის საკითხი მერის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის გადასაწყვეტია" - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ სამეზობლო დავებშიც მერის რწმუნებულსაც შეუძლია ჩართვა.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები