ახალი ამბები
გორი-მცხეთის შემოვლით გზას აფართოებენ
გორი-მცხეთის შემოვლილ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით, მაგისტრალის გასწვრივ, ასფალტის საფარიდან გვერდით, დაახლოებით 5 მ მანძილზე ბუჩქნარს ასუფთავებენ.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, გასუფთავებულ ადგილებს, ბეტონის ჯებირებით გაამაგრებენ, ოღონდ იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს.

,,ისეთი ადგილები, სადაც მაგალითად, გადასავარდნია ან სხვა რაიმე სახის საფრთხე არსებობს მძღოლებისთვის, ბეტონის კონსტრუქციებს ვალაგებთ. ამას უშუალოდ პროექტის მიხედვით, გვავალებს ხელმძღვანელობა. დანარჩენს ვასუფთავებთ ბუჩქებისგან მიწაყრილებისგან და ა.შ." - აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.


Print

სტატიის გამოყენების პირობები