ახალი ამბები
ხიდისთავში სანიაღვრე არხის მოსაწყობად მერიამ თანხა გამოყო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად, თანხა გამოიყო.

ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. გორის მერიის ინიციატივით, 2018 წელს, ამ მიმართულებით, სოფელში 29 300 ლარი დაიხარჯება. 

სანიაღვრე სისტემის არარსებობა ამ ეტაპზე ქვედა უბნის მოსახლეობას აწუხებს. ქვედა უბნის პრობლემების შესახებ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მასალა 2017 წლის დეკემბერში მოამზადა, როდესაც ზამთრის ნალექის (წვიმის) დროს, ათობით საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.

ადგილობრივები სანიაღვრე არხის გაკეთებას ითხოვდნენ, რომლითაც ატენიდან და მთის ფერდობიდან ჩამოსულ ტალახი და წყალი საცხოვრებელი სახლებს გვერდს აუვლის.

გასულ წელს, სოფელ ხიდისთავში, ცენტრალურ ნაწილში ახალი სანიაღვრე სისტემა დაამონტაჟეს, თუმცა, ეს პროექტი ქვედა უბანს (სოფლის შესასვლელში) არ შეხებია.

ფოტო გადაღებულია ზაფხულში, ნიაღვრის დროს




Print

სტატიის გამოყენების პირობები