ახალი ამბები
ვინ დააზიანა 3 ათასი ნერგი - ძროხამ, ნაციონალმა თუ დამრგავმა

 

,,მოვლა-პატრონობაზე" დახარჯული თანხების ოდენობა ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა რობერტ კავთიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე გააპროტესტა. მისი თქმით, იქ, სადაც აღარც ერთი ნერგი დგას, ამდენი თანხა არ უნდა იხარჯებოდეს. უფრო მეტიც, ტერიტორიის შემოღობვაზე ცალკე 10 ათასი ლარი ,,წავიდა"

 

სხდომაზე ნერგების განადგურების რამდენიმე ვერსია დასახელდა. სანდრო გზირიშვილი, ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი ამბობს, რომ სავარაუდოდ ნერგები მიზანმიმართულად განადგურდა: ,,შეიძლება დარგვის დროს ვინმემ ფესვი დაუზიანა ან კიდევ მიზანმიმართულად შერეკეს ძროხები" - აცხადებს გზირიშვილი. ის  6 თვის წინ, სწორედ, ნერგების დარგვის პროცესში მონაწილეობდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები