ახალი ამბები
დე-ფაქტო რესპუბლიკა: ,,სახეზეა შერიგებისა და კეთილმეზობლობის შესახებ შექმნილი კონცეფციის სრული მარცხი"
სახეზეა შერიგებისა და კეთილმეზობლობის შესახებ შექმნილი კონცეფციის სრული მარცხი, რასაც წლების განმავლობაში ქართული მხარე აცხადებდა. ასე აფასებს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

23 თებერვალს, ცხინვალის იზოლატორში გარდაცვლილი, საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე და საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

,,არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ყველაფერი თავის ადგილზეა. დღეს საქართველოში გზები გადაკეტეს და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ მუქარა ღიად გამოხატეს. აგრძელებენ რუსეთისთვის სრულიად აბსურდული სახელწოდების ,,ოკუპაციის“ მინიჭებას და უფრო მეტიც, ეკონომიკური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ მეზობელ ქვეყნებთან“ - აღნიშნულია განცხადებაში.

“სამხრეთ ოსეთში მოვლენების ასე განვითარებით არანაირად არ ყოფილან დაინტერესუბული. სამხრეთ ოსეთის კომპეტენტური ორგანოები ყველა საჭირო ღონისძებას ატარებენ იმისთვის, რომ მომხდარის სრული სურათი მიიღონ და ტატუნაშვილის სიკვდილის ზუსტი მიზეზი დადგინდეს, რის შემდეგაც მისი ცხედარი ოჯახს გადაეცემა. ამ ფონზე რიგი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მათ შორის ჟენევის დისკუსიების მონაწილეები, აგრძელებენ საკუთარი “შეშფოთების” გამოხატვას ტატუნაშვილის სიკვდილთან დაკავშირებით, და პროვოცირებას ახდენენ სიტუაციის დასაძაბად. მათი პოზიციების გაგება შეიძლება – ფულადმა სახსრებმა, რომლებიც დონორების მიერ საქართველოში იხარჯებოდა “შერიგების” სხვადასხვა პროექტებზე, შედეგები არ მოიტანეს. “ანტიოსურმა ვაკხანალიამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია” - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების მიუხედავად, კვლავ უცნობია, როდის გადასცემენ ცხედარს ოჯახს. ოჯახი, დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობისგან, გარდაცვლილის გადაცემას, მე-7 დღეა ელოდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები