ახალი ამბები
გრაკლიანი გორაზე პარკინგი, ტურისტული ბაქანი და მისასვლელი გზა გაკეთდება
გრაკლიანი გორაზე მისასვლელი გზა, ავტოსადგომი და ტურისტული ბაქანი გაკეთდება. ამის შედეგად, ვიზიტორებს ძეგლზე მისვლა და არქეოლოგიური ექსპოზიციების მონახულება შეეძლებათ.

ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტი მერიამ პროექტზე მუშაობა დაიწყო. მერიამ ხარჯებიდან 3,5 ათასი ლარი გამოყო. პროექტის დამუშავების შემდეგ, მთლიანი სამუშაოებისთვის საორიენტაციო თანხა დადგინდება.

,,პროქტის მიზანია გრაკლიანი გორაზე გამოვლენილი სხვადასხვა ეპოქის ღია არქეოლოგიური ექსპოზიციისა და ინფრასტრუქტურული ელემენტების შექმნა, რათა ვიზიტორთათვის შეიძლებოდეს ძეგლზე მისვლა და მონახულება.“ - აღნიშნულია განცხადებაში.

გეგმის მიხედვით, უნდა მოწეყოს ქვედა - ავტოპარკინგი და ზედა – ტურისტული ბაქანი. ასევე, ასფალტობეტონის სამანქანო გზა კასპი-ლამისყანის გზაჯვარედინთან არსებული გვირაბის გავლით. ვიზიტორებისთვის და მანქანებისთვის გათვალისწინებულ ავტოსადგომი გათვლილი იქნება 25 მანქანაზე და 8 ავტობუსზე. ტერიტორია აღიჭურვება გარე განათებით.

ტურისტულ ბაქანსა და არქეოლოგიურ კომპლექსში ასასვლელ ბილიკებზე გამოყენებული იქნება გრანიტის ნატეხი ქვა.

"კასპისა და მისი ქვეყნის" მნიშვნელობა, სხვა გარემოებებთან ერთად, დიდწილად იყო განპირობებული მისი ხელსაყრელი მდებარეობით (აქ გადიოდა სასიცოცხლო მნიშვნელობის გზები, მათ შორის, სავაჭროც). ამის ბრწყინვალე დასტურს წარმოადგენს გრაკლიან გორაზე წარმოებული საველე კვლევის შედეგად გამოვლენილი უმნიშვნელოვანესი პოლიფუნქციონალური შინაარსის მატარებელი არქეოლოგიური ძეგლები გრაკლიანი გორა.

არქეოლოგების ცნობით, გრაკლიანი გორა ადამიანის მიერ ათვისებულია უძველესი პერიოდიდან (ძველი ქვის ხანა) და აქ ცხოვრება სხვადასხვა ინტესივობით გრძელდებოდა ძვ. წ. II-I სს. მიჯნამდე.




Print

სტატიის გამოყენების პირობები