ახალი ამბები
ჯარისკაცს მანქანის გატაცებისთვის 5 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

 

,,ბრალდებულმა დანაშაული იმ დროს ჩაიდინა, როდესაც ის მოქმედ კონტრაქტზე იმყოფებოდა" - განაცხადა პროკურორმა. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და მოსამართლეს სთხოვა, რომ გაეთვალისწინებინა მისი მდგომარეობა და პიროვნული დახასიათება.

 

,,გთხოვთ გაითვალისწინოთ ის, რომ ბრალდებულს აღნიშნული ქმედება განზრახ არ ჩაუდენია. ის იმყოფებოდა სასმლის ზემოქმედების ქვეშ. წარმოიდგინეთ მას ლუდი და არაყი ერთად ჰქონდა დალეული და რას აკეთებდა, ფაქტიურად, ვერ ხვდებოდა. მე რომ ლუდი და არაყი ერთად დავლიო; თბილისში სახლიდან გამოვიდე, რას გავაკეთებ არ ვიცი. ეს ისეთი რამეა სიმთვრალე, მით უმეტეს ლუდი და არაყი ერთად, რომ ადამიანს განსჯის უნარი ეკარგება" - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.

 

ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულის დედა მარტო ცხოვრობს, ხოლო, განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო პირობების დარღვევისთვის, დამატებით საჯარიმო სანქციებს დააკისრებს.

 

სასამართლომ 20 წლის ახალგაზრდას დაზარალებულ ბათმანიშვილის სასარგებლოდ 2800 ლარიც დააკისრა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილი სასჯელს 5-დან 8 წლამდე ითვალისწინებს.

 

22.10.2014
 

Print

სტატიის გამოყენების პირობები