ახალი ამბები
ევროკავშირის მისიის განცხადებით, ცხედარი ოჯახს რაც შეიძლება მალე უნდა დაუბრუნდეს
შეხვედრის თანათავმჯდომარეებმა გამჭვირვალე გამოძიების წარმოება და, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ, ინფორმაციის გაცვლა მოითხოვეს. ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ დღეს საღამოს გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენელმა გახსნა.

ჰოგმა მოვლენების მოკლე მიმოხილვა გააკეთა, მათ შორის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების შესახებ. ის მნიშვნელოვანი მოვლენები, რაც მოხდა უკანასკნელი IPRM- ის შეხვედრის შემდეგ, 2018 წლის 24 იანვარს.

,,ყველა მონაწილემ 22 თებერვალს პატიმრობაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. თანათავმჯდომარეებმა მხარეებს მოუწოდეს, რომ გარდაცვლილის ცხედარი რაც შეიძლება მალე უნდა გადაეცეს მის ოჯახს. განხილულ იქნა ორი სხვა პირის მდგომარეობა, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ ბატონ ტატუნაშვილთან ერთად." - აღნიშნულია განცხადებაში.

მისიის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებას და ხელი შეუწყოს IPRM-ის დისკუსიებს.

განცხადების მიხედვით, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს იმაზე, რომ მეტია დროა საჭირო ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებისთვის. 85-ე IPRM შეხვედრა გადაიდო და განაახლებს მონაწილეებს შეთანხმებული თარიღის მიხედვით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები