ახალი ამბები
ილია მეორე არჩილ ტატუნაშვილის გადასვენების საკითხზე რუსეთის პატრიარქს წერილს გაუგზავნის
ცხინვალში იზოლატორში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადასვენების საკითხზე ილია მეორე რუსეთის პატრიარქს წერილს გაუგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მაუწყებლის ცნობით, ილია მეორისა და არჩილ ტატუნაშვილის მშობლების შეხვედრის შემდეგ პატრიარქის სქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

​ჟვანიას თქმით, ამ წერილის გაგზავნას სატელეფონო საუბრები მოჰყვება. საპატრიარქოში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები ილია მეორეს დღეს შეხვდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები