ახალი ამბები
გორის სამშობიარო სახლებში ,,დედის დღეს" 19 ბავშვი დაიბადა
გორის სამშობიარო სახლებში, ,,იავნანასა" და ჯუმბერ გოგიაშვილის ,,კლინიკაში 19 ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.

პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ახალშობილების დედები მერმა და მისმა მოადგილემ მოინახულეს.

გარდა მელოგინეებისა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა თაიგულებით აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებიც დაასაჩუქრეს.

"დღევანდელ დღეს ვულოცავ ყველა დედას. ძალიან გახარებული ვარ. დედების უმეტესობამ, ვისაც დღეს საჩუქრები გადავეცი, მესამე შვილი მოავლინა ამ ქვეყანას. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა ერთი და ორი, არამედ სამი და უფრო მეტი შვილის გაჩენას." - აღნიშნა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები