ახალი ამბები
კასპში ჯემალ სეფიაშვილმა ჯგუფ ,,სეიშენთან" ერთად კონცერტი გამართა
დედისა და ქალთა დღესთან დაკავშირებით, კასპის კულტურის ცენტრში, საზეიმო კონცერტი იმართება.

3 მარტის კონცერტში კომპოზიტორი და მომღერალი ჯემალ სეფიაშვილი მონაწილეობდა. კასპელებისთვის იმღერეს, ასევე, ჯგუფი „სიეშენის“ მომღერლებმა და დათუნა მგელაძემ.

კონცერტის ინიციატორი და ორგანიზატორი, კასპის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, ირაკლი მეზურნიშვილი იყო.

კასპის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ცნობით, ანალოგიური სახის კონცერტი 7 მარტს კულტურის ცენტრში კვლავაც გაიმართება. ,,კონცერტზე, რომელიც ერთი დღის ლამაზი საჩუქარი იყო, სცენაზე მაყურებელი და მომღერლები ერთად მღეროდნენ და ცეკვავდნენ." - აცხადებენ მერიაში.







 

Print

სტატიის გამოყენების პირობები