ახალი ამბები
გორის სკოლებში რესურსცენტრის წარმომადგენლები მონიტორინგს ახორციელებენ
გორის საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები მონიტორინგს ახორციელებენ.

ორგანიზაციის წარმომადგენლის ცნობით, საგანმანათლებლო პროცესის შემოწმება 21 თებერვალს დაიწყო და 21 მარტს დასრულდება.

მონიტორინგის ჯგუფის წევრია რესურცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელიც.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, თამარ გოგლიძე და ანა ანესაშვილი სოფლების საჯარო სკოლებში იმყოფებიან. მონიტორინგის შედეგების გაცნობა პროცესის დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

ფოტოზე: თამარ გოგლიძე და ანა ანესაშვილი გორის მე-12 სკოლაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები