ახალი ამბები
ცხინვალში ახალი ვიდეო გავრცელდა - სპეზრაზმელები 28-წლის მამაკაცს სცემენ
,,ბამის" დასახლებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ, ცხინვალში მოქალაქეების პროტესტი არ ცხრება. სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო გავრცელდა, სადაც ასახულია, თუ როგორ დაიწყო 28-წლის ინალ ჯაბიევის ცემის ფაქტი.

დე-ფაქტო რესპუბლის პროკურატურა ამბობს, რომ გამოძიება, სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს სამი სპეცრაზმელის წინააღმდეგ, მიმდინარეობს. თუმცა, რა ეტაპზეა გამოძიება, უცნობია.

ინციდენტი 2018 წლის 1 მარტს მოხდა. ცხინვალელი მოქალაქეების ცემის ამსახველი ვიდეო ჯერ ინსტაგრამზე გავრცელდა. პირველ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ იცავს ერთი ქალბატონი და ერთი შუახნის მამაკაცი მანქანაში ჩასმულ ინალ ჯაბიევს. 

მეორე ვიდეო კი, 4 მარტს  გამოქვეყნდა, სადაც ინციდენტის დასაწყისია ასახული. ექიმების ცნობით, ნაცემ მამაკაცს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება, მოტეხილი აქვს ყბა და სამკურნალოდ ვლადიკავკაზის საავადმყოფოში იმყოფება. იხ. ვიდეო

Два дня назад мы публиковали новость, где сотрудники спецназа МВД Государства Алания избили жителя Цхинвала. У нас появилось видео, о том как все начиналось. #syrdoninfo #новостиюжнойосетии #новостицхинвала #новостиалании #государствоалания #цхинвал #алания #собр

211 Likes, 267 Comments - ГОСУДАРСТВО АЛАНИЯ (@syrdon.info) on Instagram: "Два дня назад мы публиковали новость, где сотрудники спецназа МВД Государства Алания избили жителя..."

Print

სტატიის გამოყენების პირობები