ახალი ამბები
საფეხბურთო კლუბი ''გორი'' მშვიდობის თასის გამარჯვებულია
საფეხბურთო კლუბი ,,გორი'' მშვიდობის თასის გამარჯვებულია. გუნდის ადმინისტრაციის ცნობით, თასის მოსაპოვებლად 2007 წელს დაბადებულმა ფეხბურთელებმა ითამაშეს.

მათ, ჯგუფური ეტაპის მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის წარმატებით დაძლევის შემდეგ, ფინალურ შეხვედრაში ''საბურთალოს სკოლა 2007'' ანგარიშით 2-0 დაამარცხეს.

,, ჩვენი გუნდი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა ტურნირის ყველა ეტაპზე, ვთვლი, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ და ღირსეულმა მოიპოვა მშვიდობის თასი. რაც შეეხება უშუალოდ ფინალურ შეხვედრას, მთელი თამაშის განმავლობაში ვფლობდით სრულ სათამაშო უპირატესობას, გვქონდა ბევრი საგოლე მომენტი, რომელთაგანაც ორის რეალიზება მოვახდინეთ. მინდა, ეს გამარჯვება მივულოცო, პირველ რიგში, ჩემს გუნდს, მათ მშობლებს და კლუბის ხელმძღვანელობას, რომელიც მთელი ტურნირის განმავლობაში გვგულშემატკივრობდა." - აცხადებს გუნდის მწვრთნელი ემზარ წკრიალაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები