ახალი ამბები
გორში კვერნაკის დასახლებაში სასმელი წყლის მიწოდების გრაფიკი დაირღვა
კვერნაკის დასახლების მოსახლეობას ორი დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წყლის მოტორი შეცვალეს.

სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს და ირწმუნებიან, რომ მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება. ,,ჩვეული რეჟიმი" კი, კვლავ გრაფიკით ამუშავებას გულისხმობს.

წყლის გრაფიკი ასეთია: დილის 8 საათიდან 12 საათამდე, საღამოს 5 საათიდან 9 საათამდე.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სულხან-საბა ორბელიანის ქუჩიდან აცნობეს, რომ ვითარება მოსახლეობისთვის გაუსაძლისია. რატომ არ აქვს კვერნაკის დასახლებას წყალი 24-საათის განმავლობაში, ამის გარკვევას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეეცდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები