ახალი ამბები
გორის მე-3 საჯარო სკოლაში დამლაგებელს 8 მარტი მიულოცეს
გორის N3 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და დირექტორმა ბაბულია მესროფაშვილს 8 მარტი მიულოცეს.

მანამდე, საზეიმო ღონისძიების მიზნით, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ყვავლებით, ბუშტებით და ბანერებით, დარბაზი მორთეს.

ბაბულია მესროფაშვილი მესამე საჯარო სკოლაში 50 წელია მუშაობს. მასთან ერთად, 8 მარტი სკოლის დანარჩენ დამლაგებელსაც მიულოცეს.

მესამე საჯარო სკოლა ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგანმანათლებლო დაწესებულებაა მუნიციპალიტეტში. მოსწავლეები აქ არა მარტო გორიდან, არამედ, მის მიმდებარე სოფლებიდანაც დადიან.

ბოლო მონაცემებით, მოსწავლეთა რაოდეობა 1300-ზე მეტია.






Print

სტატიის გამოყენების პირობები