ახალი ამბები
8 მარტი - გორში ყველა რესტორნის დარბაზი ,,დაკავებულია"
დღეს, გორის რესტორნების დარბაზები, რომლებიც 100-დან 300 ადამიანზეა გათვლილი, დაჯავშნილია. თავისუფალი ადგილები არც ერთ მათგანშია.

ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დაჯავშნილი ადგილების რაოდენობამ 1200-ს მიაღწია.

,,ნაჭარმაგევის“ დიდ და პატარა დარბაზში 350 ადამიანს, ,,მზიურში“ – 250-ს; ,,ნიკალაში“ – 150-ს; ,,ბერიკონში“ – 150-ს; ,,დარიალში“ – 100-ს; ,,იმპერიალში“ – 100-ს სტუმარს ელოდებიან.

რესტორნების ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თავისუფალია მხოლოდ კუპეები, რომლებზეც წინასწარი შეკვეთები არ ვრცელდება. ამ შემთხვევაში, ვინც პირველი მივა, ის დაიკავებს მას.

8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღეა —  ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღსანიშნავად. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა.

ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესია „ტრაიენგლ შირტუეისტ“ (Triangle Shirtwaist) საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი (ნიუ-იორკი, 1911), რომელმაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა. ამ ტრაგედიის შემდეგ მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახადა ცნობილი. 1975 წელს გაერომაც აღიარა 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები