ახალი ამბები
გორის პატრულის თანამშრომლებმა ჯარიმების ნაცვლად ყვავილები დაარიგეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მძღოლ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროდან აცნობეს. პრეს-სამსახურის ცნობით, პოლიციელებმა ქალებს თაიგულები გადასცეს და უსაფრთხო მგზავრობა უსურვეს.

აქციაში მონაწილეობა გორის საპატრულო პოლიციის ინსპექტორებმაც მიიღეს.

ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები